გლობალური ფულის კვირეულს საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge, პარტნიორებთან ერთად, წელს მერვედ აღნიშნავს. წელს კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება და მისი დევიზია - "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!" (Build your future, be smart about money!)
კვირეულისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიისა და აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული ბლოგების კონკურსი სახელწოდებით "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს!" დასრულებულია. კონკურსის მიზანი ფულისა და ფინანსური განათლების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
კონკურსი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა, თითოეულმა მონაწილემ კი საკუთარი, უნიკალური წვლილი შეიტანა პროექტის მხარდასაჭერად.
საპრიზო ფონდის სახით გამოყოფილი თანხა კონკურსის 17 გამარჯვებულის სახელით - თითოეულისაგან 500 ლარის ოდენობით - გადაირიცხება გმირი უკრაინის მხარდასაჭერ ანგარიშებზე.
კონკურსის პირობების თანახმად 17 გამარჯვებული გამოვლინდა.
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
- ლელა ჯავახიშვილი - ბლოგით "5 რჩევა ახალგაზრდებს"
ლელას სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი"
- უჩა გოშაძე - ბლოგით "ფული და ფერენგები"
უჩას სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი"
- ევგენი ლეფსაია - ბლოგით "საბანკო ანაბარი - გზა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ"
ევგენის სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "კრედო ბანკი"
- ლაშა ბოდაველი - ბლოგით "სინამდვილეში ფული მხოლოდ ფულში არ არის"
ლაშას სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "საქართველოს ბანკი"
- ია იაკობაშვილი - ბლოგით "ოთარაანთ ქვრივი ანუ მოკლედ ბიუჯეტის დაგეგმვის მნიშვნელობაზე"
იას სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ბაზისბანკი"
- ნინო ხიჯაკაძე - ბლოგით "ფული გუშინ, დღეს, ხვალ"
გამარჯვებულის სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ლიბერთი ბანკი"
- ნინო კახნიაშვილი - ბლოგით "როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას?"
ნინოს სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "საქართველოს ბანკი"
- გვანცა ბურდული - ბლოგით "რა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?"
გვანცას სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "საქართველოს ბანკი"
- ელენე გურეშიძე - ბლოგით "ფული და მისი თანამედროვე ფუნქციები"
ელენეს სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ლიბერთი ბანკი"
- მარიამ სხილაძე - ბლოგით "როგორ შევამციროთ ხარჯები?"
მარიამის სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "საქართველოს ბანკი"
- მარიამ აბესაძე - ბლოგით "ისტორია და გეოპოლიტიკა - ანუ საიდან იღებს სათავეს ჩვენი დამოკიდებულებები ფულისადმი?"
მარიამის სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ლიბერთი ბანკი"
- თამარ რობაქიძე - ბლოგით "როგორ მოვიზიდოთ ფული?"
თამარის სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ბაზისბანკი"
- გიორგი მაისურაძე - ბლოგით "როგორ ვმართოთ ფული, რომელიც სამყაროს ამუშავებს?"
გიორგის სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ბაზისბანკი"
- სალომე გოცირიძე - ბლოგით "ჩემი ქმრის საიდუმლო, რომლის გაზიარებაც ღირს"
სალომეს სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "თიბისი ბანკი"
- ირინე გუდაძე - ბლოგით "დაზოგვის პრაქტიკული რჩევები ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის"
ირინეს სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ლიბერთი ბანკი"
- მანანა მჭედლიშვილი - ბლოგით "სანამ დახარჯავ - იშოვე, სანამ პენსიაზე გახვალ - დაზოგე"
მანანას სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "ბაზისბანკი"
- სალომე ჩანადირი - ბლოგით "შენ, ფული და ლიტერატურა"
სალომეს სახელით უკრაინის დახმარების ფონდში 500 ლარს გადარიცხავს სს "თიბისი ბანკი"
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები ფინედუსგან:
- გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი
- ჰუდი ფინედუსა და გლობალური ფულის კვირეულის თემატიკით
- ქართული ფულის ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი "ფული საქართველოში"
ნამუშევრები განიხილა, შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით:
- საქართველოს ეროვნული ბანკი
- სს "ბაზისბანკი"
- სს "საქართველოს ბანკი"
- სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი"
- საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაცია
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ფინედუ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისათვის, გამარჯვებულებს კი ულოცავს და კიდევ არაერთ წარმატებას უსურვებს.