ლიზინგის მომსახურება, როგორც წესი, ითვალისწინებს აქტივის გამოსყიდვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც ბიზნესი სრულად გადაიხდის აქტივის ღირებულებას და სარგებელს, ის ბიზნესის საკუთრებაში გადადის.
ლიზინგით სარგებლობის უპირატესობა ის არის, რომ მისი პროცედურები – სესხთან შედარებით – უფრო გამარტივებული და სწრაფია. ამასთან, ის, ძირითადად, არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას უძრავი ქონების სახით. ლიზინგით ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს აქტივის შეძენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის, გარდა უშუალოდ აქტივის ღირებულებისა, ასევე მისი ტრანსპორტირება, განბაჟება, დაზღვევა, დამონტაჟება და სხვა. თუმცა, ლიზინგსა და სესხს შორის არჩევანის გაკეთებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ორივე შემოთავაზებასთან დაკავშირებული სრული ხარჯი, რადგან ლიზინგი, სესხთან შედარებით, დაფინანსების უფრო მაღალპროცენტიან წყაროს წარმოადგენს; თუმცა, სესხთან შედარებით, ლიზინგის მიღება, როგორც წესი, უფრო ნაკლებ დროშია შესაძლებელი.
მსგავსი თემები
- ფასიანი ქაღალდები
- სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
- კრედიტორები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო)
- როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?
- საკრედიტო კავშირი
- ფინანსური ინსტიტუტების შედარება მომსახურებისა და პირობების მიხედვით
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?