როდესაც მუშაობის დაწყების ან არსებული სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, სწორად დაგეგმოთ და მოემზადოთ ცხოვრების ამ ნაბიჯისთვის.
ისევე როგორც ნებისმიერი სიახლე ცხოვრებაში, სამსახურის შერჩევის პროცესიც მრავალ კითხვას გაგიჩენთ და სასურველია, თუ ამ კითხვებზე პასუხს ადრეულ ეტაპზევე გასცემთ.
სამსახური კარიერული ზრდისა და შემოსავლის მიღების წყაროა, შესაბამისად, ცხოვრების ამ ეტაპის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. ახალი სამუშაოსთვის მზადება, ფინანსურ საკითხების დაზუსტებასთან ერთად, ახალ გარემოსთან ადაპტაციისა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობის გამოწვევებთან გამკლავების საკითხებსაც მოიცავს. ამიტომ, როდესაც ახალი სამსახურის მოძიებას გეგმავთ, სასურველია, დასაწყისშივე განსაზღვროთ ყველა საყურადღებო საკითხი.