კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენლები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს წარმოადგენენ: 

  • საბროკერო კომპანიები; 
  • დამოუკიდებელი რეგისტრატორები;
  • საფონდო ბირჟა;
  • ცენტრალიზებული დეპოზიტარი.

აღნიშნული ორგანიზაციები, ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლების ანალოგიურად, რეგისტრირდებიან საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას ახორციელებს იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ასევე, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება. 

ინვესტირება გაიგეთ მეტი