კატა
ნაკლები დროითი რესურსის გამოყოფაა საჭირო კატასთან ერთად ცხოვრებისათვის. არც ძალიან ბევრი სივრცის დათმობა მოგიწევთ მისთვის.
თევზები
თევზებს დიდი სივრცე არ სჭირდებათ, ისინი არც დიდ დროს მოითხოვენ მეპატრონისგან. აკვარიუმში მოთავსებული ფერად-ფერადი თევზები სახლს ძალიან ალამაზებენ. მართალია, კატის ან ძაღლის მსგავსად, მათს ჩახუტებას და მოფერებას ვერ მოახერხებთ, თუმცა თამაში თევზებმაც იციან. ისინი დროთა განმავლობაში ეჩვევიან იმ ადამიანს, რომელიც მათ კვებავს და ამას გარკვეულ მოძრაობებითაც გამოხატავენ, როცა მათ ხედავენ. ფსიქოლოგების აზრით, თევზები დადებითად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებენ და განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენენ. აკვარიუმი ის ერთადერთი სივრცეა, რაც თევზებს ესაჭიროებათ ცხოვრებისთვის.
ძაღლი
ძაღლებს სათამაშოდ და სამოძრაოდ სივრცე სჭირდებათ. ძაღლის ჯიშიდან გამომდინარე, ზოგ მათგანს უფრო მეტი, ზოგს კი ნაკლები სივრცე აკმაყოფილებს. ამიტომ თუ კორპუსის მაცხოვრებელი ბრძანდებით, ძაღლის ყოლა თქვენთვის უფრო მეტ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ კერძო სახლში ცხოვრობთ ანუ ძაღლისთვის მეტწილად სუფთა ჰაერზე ყოფნა და მეტი სათამაშო სივრცის შეთავაზება შეგიძლიათ. ძაღლი, ასევე, მოითხოვს თავისუფალ დროს მისი მეპატრონისგან მასთან ერთად სასეირნოდ, ან უბრალოდ სათამაშოდ. გაითვალისწინეთ და იმისთვისაც მზად იყავით, რომ, შესაძლოა, თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა თამაშ-თამაშით თქვენთვის ძვირფასი ფეხსაცმელი ან ავეჯი დაგიზიანოთ.
მღრღნელები (ზაზუნა,ზღვის გოჭი) და კურდღელი
ფრინველები
ჩიტების მოვლა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ისინი გალიაში ცხოვრობენ, შესაბამისად არ საჭიროებენ სახლში დიდი სივრცის გამოყოფას.