კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ქორწინებამდე გასათვალისწინებელი ფინანსური რჩევები

საკუთარი ფინანსების მართვის გამოცდილება, თითოეულ თქვენთაგანს, დიდი ალბათობით, დაოჯახებამდეც ექნება.

ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და ფინანსური პროდუქტების გამოყენების გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება არა მხოლოდ რეკომენდებულია, არამედ - აუცილებელიც.

აღვნიშნოთ ქორწინებამდე გასათვალისწინებელი რამდენიმე ფინანსური რჩევა: 

ისაუბრეთ ერთმანეთთან ფინანსებზე

კარგი იქნება, თუ დაოჯახებამდე ისაუბრებთ საკუთარ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, ზოგადად, ვალდებულებების  მიმართ. ამასთან, კარგი იქნება, თუ თქვენი მომავალი მეუღლე გიამბობთ თავისი საკრედიტო ისტორიის შესახებ, გეცოდინებათ, გააჩნია თუ არა მას ვალდებულებები ფინანსური ორგანიზაციების თუ სხვა პირების მიმართ. გაითვალისწინეთ, ერთმანეთისთვის საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ გექნებათ წარმოდგენა ერთმანეთის დამოკიდებულებებსა და ქცევაზე ფინასური ვალდებულებების მიმართ.

იყავით ერთმანეთთან გულწრფელნი

უმჯობესია, ღიად განიხილოთ ერთმანეთის მიმდინარე და წარსული ვალდებულებები, დაფიქრდით, ხომ არ შეგქმნიათ რაიმე სირთულეები მათი დაფარვის პერიოდში და შეაფასეთ, როგორ გაუმკლავდით ამ გამოწვევას. გაითვალისწინეთ, რომ ვალდებულებების დამალვის მცდელობამ შესაძლოა ქორწინების დასაწყისშივე გამოიწვიოს უნდობლობა თქვენ შორის და გააჩინოს ბზარი ურთიერთობებში.

ერთად დასახეთ მომავალი ფინანსური გეგმები

საერთო ფინანსური გეგმები ოჯახს სიმყარეს სძენს, ამიტომ სამომავლო ფინანსურ გეგმებზე დაქორწინებამდეც ისაუბრეთ - იქნება ეს ახალი ბინის თუ ავტომობილის შეძენა, თქვენი ან მომავალი ბავშვების სწავლის გადასახადისთვის დანაზოგის გაკეთება თუ სესხის აღება.