კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მეწარმეებისთვის

მეწარმეებისთვის განკუთვნილ ბლოკში თქვენ გაეცნობით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და ფინანსურ მენეჯერებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე დაეხმარებათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.  

ამ ბლოკში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას: 

  • დაფინანსების სხვადასხვა წყაროსა და თითოეულთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ; 
  • ბაზარზე გავრცელებული ფინანსური ინსტიტუტებისა და მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების/მომსახურებების შესახებ; 
  • ბიზნესის შეფასების გზებისა და ამისთვის გამოყენებული ძირითადი ინდიკატორების შესახებ. 

ასევე, თქვენ შეძლებთ:

  • გახდეთ უფრო თავდაჯერებული სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას; 
  • გაერკვეთ საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებში; 
  • დასვათ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი მნიშვნელოვანი შეკითხვები; 
  • განსაზღვროთ საკუთარი ბიზნესის მოკლევადიანი/გრძელვადიანი საჭიროებები და გადახდისუნარიანობა და, შესაბამისად, შეარჩიოთ ყველაზე შესაფერისი ფინანსური პროდუქტი; 
  • განახორციელოთ ფინანსური აღრიცხვა და დაგეგმოთ ბიზნესის სამომავლო ქმედებები; 
  • დაფინანსების მოპოვების პროცესში გადადგათ ეფექტიანი და გააზრებული ნაბიჯები.