კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური თაღლითობის სახეები

თაღლითები სხვადასხვა გზით მოქმედებენ, რათა მომხმარებლის თანხები მიითვისონ. ეს შესაძლებელია განახორციელონ მომხმარებლის სენსიტიური და პერსონალური ინფორმაციის მოპარვით, მათი ე.წ. პირამიდულ სქემებში გაწევრიანებით, ყალბი ფულის გამოყენებით და სხვა. უშუალოდ სენსიტიური და პერსონალური ინფორმაციის მოპარვის არხებიც მრავალფეროვანია: თაღლითები მომხმარებლებს ამ ინფორმაციას მოტყუებით სძალავენ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, სატელეფონო ზარით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სპეციალური მოწყობილობების თუ მავნე პროგრამებისა და ვირუსების გამოყენებით. ამ მენიუში ფინანსური თაღლითობის ყველაზე გავრცელებულ ისეთ სახეებს მიმოვიხილავთ, როგორებიცაა: ფიშინგი, საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა, ფინანსური პირამიდა, ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა, მავნე პროგრამები და თაღლითობა ყალბი ფულის გამოყენებით - რას ნიშნავს თითოეული და როგორ ხორციელდება, როგორ შეიძლება დაიცვათ მისგან თავი.