.jpg&dimension=1220x374&x=2879&y=2037)
დაზღვევა მნიშვნელოვანი ფინანსური პროდუქტია, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას მისი საშუალებით მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის თავიდან არიდებაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, ის ფინანსური სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა. თუმცა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე, დაზღვევის შეძენამდეც მნიშვნელოვანია, დასვათ შეკითხვები, მოიძიოთ პასუხები, გაითვალისწინოთ რჩევები და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთოთ.