გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი გარიგების შემთხვევაში სასურველია არსებობდეს დოკუმენტურად გაფორმებული შეთანხმება (უმჯობესია წერილობითი სახით), რომელშიც მითითებული იქნება სესხის თანხა, თანხის დაბრუნების პირობები და ვადები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის დაფინანსების წყარო: თავად ბიზნესის მეპატრონე, ოჯახის წევრი, მეგობარი თუ სხვა. ეს მეწარმეს თავიდან აარიდებს პრობლემებს (მათ შორის, სამართლებრივს), რომლებიც შესაძლოა ბიზნესის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვას. კერძოდ, გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, ყველა მხარისთვის თავიდანვე ცნობილი იქნება საკუთარი უფლებები და მოვალეობები, ასევე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგიც. ზეპირი შეთანხმების დროს კი მხარეები ხშირად დაწვრილებით არ განიხილავენ ზემოაღნიშნულ საკითხებს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რას ითვალისწინებდა თავდაპირველად ურთიერთთანამშრომლობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი, საქმიანობის ყველა ეტაპზე, ახორციელებდეს ფინანსურ აღრიცხვას, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს, თუ რომელი საშუალებით ჯობს ბიზნესის დაფინანსება: რეინვესტირება, საბანკო სესხი, ლიზინგი თუ სხვა. ამ ანალიზის საფუძველზე მეწარმე ასევე შეძლებს განსაზღვროს, რა თანხის რეინვესტირების საშუალება აქვს და რა ოდენობის სესხის დაფარვას შეძლებს მისი ბიზნესი.
მსგავსი თემები
- ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და კოეფიციენტები
- ფასიანი ქაღალდები
- სესხის გამცემი სუბიექტი (სგს)
- როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- სესხების შესახებ
- კრედიტორები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
- ფინანსური ინსტიტუტების შედარება მომსახურებისა და პირობების მიხედვით