გრანტი არის სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ბიზნესს. თუმცა, შესაძლებელია გრანტი მიმღებს აკისრებდეს გარკვეული სახის ვალდებულებას, როგორიცაა: საკუთარი სახსრების ინვესტიცია, გარკვეული რაოდენობის თანამშრომელთა დასაქმება, ბიზნესის სადემონსტრაციო ჩვენება და სხვა.
გრანტები, როგორც წესი, გამიზნულია კონკრეტული სფეროს, დარგისა და არეალის განვითარებისთვის. გრანტის გაცემის პროცედურა შესაძლებელია ითვალისწინებდეს კონკურსს, მიმღების საჭიროების დადგენას, გრანტის სანაცვლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და სხვ. ბიზნესისათვის გრანტით სარგებლობა საკმაოდ ხელსაყრელია, თუმცა ის ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, გრანტის მისაღებად ბიზნესი კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, საგრანტო პროგრამა შეიძლება არ ითვალისწინებდეს საბრუნავი საშუალებების (მასალა, ხელფასი, იჯარა და სხვა) სრულად დაფინანსებას.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ბიზნესისთვის საჭირო დროს არ იყოს გამოცხადებული ამ ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საგრანტო პროგრამა. შესაბამისად, ბიზნესს მუდმივად არ აქვს ამ ფინანსური რესურსით სარგებლობის შესაძლებლობა.
გრანტების შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საგრანტო მომსახურების გამწევ საიტებზე, რომლების ბმულები შეგიძლიათ ნახოთ სასარგებლო ბმულების ბლოკში "სხვა მნიშვნელოვანი მისამართები".