კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

თავისუფალი გაკვეთილები

ფინანსური განათლების საკითხებზე, მათ შორის ფულზე, დაზოგვაზე, ბიუჯეტირებაზე, ასევე, ეროვნული ბანკის დანიშნულებაზე შესაძლებელია, 1 გაკვეთილის ფარგლებშიც ესაუბროთ ბავშვებს. 

გთავაზობთ ფინედუს მიერ შემუშავებულ ზოგადი გაკვეთილის პრეზენტაციასა და ტექსტს (მოდიფიცირებულია ყველა საფეხურისთვის), რომელიც შეგიძლიათ ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ფარგლებში, მაგალითად, დაზოგვის მსოფლიო დღესა (31 ოქტომბერი) და ფულის გლობალური კვირეულის (მარტი) დროს გამოიყენოთ. 

გაკვეთილის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 45-60 წთ-ია.

გაკვეთილის ტექსტი მოდიფიცირებულია მოსწავლეების ასაკის გათვალისწინებით.

გაკვეთილი დაზოგვის მსოფლიო დღისთვის

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებისთვის ფულის ისტორიისა და ფულის ფუნქციების გაცნობა, მათი დაფიქრება პირადი ფინანსების მართვის, ფინანსური მიზნების დასახვისა და ფულის დაზოგვის საჭიროებაზე.

საჭირო რესურსი: პროექტორი და კომპიუტერი

დამატებითი ინფორმაცია: დაზოგვის მსოფლიო დღე (World Savings Day) ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. მას საფუძველი 1924 წელს იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა და თანამედროვეობაში უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. დაზოგვის დღის მიზანია,ზოგვის სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება. 

საქართველოში  დაზოგვის მსოფლიო დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ინიციატივის ძირითადი სამიზნე სეგმენტი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ამ დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

III-IV კლასი

V-VI კლასი

VII-IX კლასი

 

გაკვეთილი ფულის გლობალური კვირეულისთვის

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებისთვის ფულის ისტორიისა და ფულის ფუნქციების გაცნობა, ფულის დაზოგვისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

საჭირო რესურსი: პროექტორი და კომპიუტერი

დამატებითი ინფორმაცია: ფულის გლობალური კვირეული (Global Money Week) მსოფლიო მასშტაბით 2012, ხოლო საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

III-IV კლასი

V-VI კლასი

VII-IX კლასი

X-XII კლასი