ფინანსური განათლების სკოლებში დანერგვის მნიშვნელოვანი კომპონენტი მასწავლებლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა და საჭირო რესურსების მომზადებაა.
სწორედ მასწავლებლების მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით ეროვნული ბანკი არაერთ თემატურ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს - პერიოდულად აწყობს ტრენინგებს, აწყობს სხვადასხვა კონკურსს, ახორციელებს ვიზიტებს სკოლებში, იწვევს მოსწავლეებს ეროვნულ ბანკში და ა.შ.
ამ ბლოკში თავმოყრილია სტანდარტული, პერიოდულად განახლებადი ღონისძიებების აღწერა და შინაარსი, მიმდინარე ღონისძიებების მენიუში კი ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტების აღწერას გაეცნობით.
უკვე დასრულებულ ღონისძიებებზე ინფორმაციის მოძიებას კი ფინედუს სიახლეებისა და ღონისძიებების მენიუებში შეძლებთ.