კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ქორწინება

ქორწინება ანუ ოჯახის შექმნა შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყოს თქვენს ცხოვრებაში. ის განსაკუთრებული და ამაღელვებელი მოვლენაა, რომელზეც ბევრი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს და გეგმავს. ქორწილის დღეს კი, ალბათ, ყველას უნდა, რომ ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზი იყოს. ამ მოვლენების სამზადისში მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ამ ეტაპს ახალი პასუხისმგებლობები და გამოწვევები ახლავს. 

ამ მენიუში თქვენ გაეცნობით მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს, რომლებზეც წინასწარ დაფიქრებაა საჭირო ისეთი საპასუხისმგებლო  ნაბიჯის გადადგმამდე, რასაც დაოჯახება ჰქვია. ასევე, მიიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს თავს იმისათვის, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი მომავალი ფინანსური შესაძლებლობები თუ გამოწვევები. 

ბევრი წყვილის, განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილის პირველი ქორწინების სამზადისი, ძირითადად, ქორწინების ცერემონიალის შესახებ ფიქრებით შემოიფარგლება: საქორწინო დარბაზი, ფოტოგრაფი, სტუმართა სია, მუსიკა, რომელზეც პირველი ცეკვა უნდა შესრულდეს - ამ ამაღელვებელ და ემოციურ მოვლენებზე იხარჯება წყვილის ენერგია, დრო და არც თუ ისე მცირე ფინანსებიც. შედარებით ნაკლები დრო კი იხარჯება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ერთობლივი ფინანსური გეგმის შედგენა, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები, იმის შეფასება, თუ რა გავლენას იქონიებს ქორწინება თქვენს კარიერაზე, სწავლაზე და ა.შ. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრი  ახალდაქორწინებულთათვის, ხშირ შემთხვევაში, მოსაბეზრებელი და უინტერესოა.

მოდი, განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომლებზეც წინასწარ დაფიქრება გმართებთ, თუ ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ და არ გინდათ, მოუმზადებელი აღმოჩნდეთ გაუთვალისწინებელი გარემოებების წინაშე.