თაღლითობის განხორციელება გაყალბებული ფულის საშუალებითაც არის შესაძლებელი. ამგვარი თაღლითური სქემის მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ფრთხილად არ ვიქნებით. გამოიჩინეთ ყურადღება ნაღდი ფულის მიღებისას. აუცილებლად დააკვირდით თქვენთვის გადმოცემულ ბანკნოტს და შეამოწმეთ ყველა ის დამცავი ნიშანი, რომელიც ნამდვილ ფულს ყალბი ფულისგან განასხვავებს. გაყალბებული ბანკნოტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს მომსახურე ან საქართველოს ეროვნულ ბანკს და სამართალდამცავ ორგანოებს. დამატებითი ინფორმაცია ლარის ბანკნოტებისა და მისი დამცავი ნიშნების შესახებ შეგიძლიათ ეროვნული ბანკის შესაბამის ვებგვერდზე იხილოთ: https://nbg.gov.ge/georgian-money/banknotes