ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ზოგჯერ ეს მოულოდნელობები არც თუ ისე სასიამოვნოა, თან მოჰყვება დანაკარგი, მათ შორის, ფინანსურიც. მართალია, წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს და რასთან შეიძლება მოგიწიოთ გამკლავება, თუმცა დაგეგმვის დაწყება და გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის ფინანსური მზადება ნამდვილად ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული.
შედარებით მცირე დაუგეგმავი ხარჯიც კი, მაგალითად, გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების თანხა, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თქვენს ბიუჯეტზე, რომ არაფერი ვთქვათ მსხვილ ხარჯებსა ან სამსახურის დაკარგვით გამოწვეულ შემოსავლების ნაკლებობაზე. ამ მენიუში გაგიზიარებთ ზოგად რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, შეძლებისდაგვარად, მომზადებულები შეხვდეთ. განვიხილავთ, ასევე, იმ ძირითად საკითხებს, რომელიც იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ასეთი მოვლენების პირისპირ აღმოჩნდებით.
მსგავსი თემები
- რემონტის დაგეგმვა
- რჩევები სტუდენტობის პერიოდის ხარჯებისთვის მოსამზადებლად
- სტუდენტობის დროს გასათვალისწინებელი რჩევები
- ბიუჯეტის დამხმარე ხელსაწყოები
- როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- ბიუჯეტის არსი და სახეები
- დაზოგვა ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ
- ბიუჯეტის დამგეგმავი - Mybudget