თქვენ, როგორც ფინანსური სექტორის მომხმარებელს, გაქვთ უფლებები, რომლებიც მათ შორის, გამოიხატება ყველა იმ საჭირო ინფორმაციაზე წვდომით, რომელიც თქვენთვის საჭირო იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ამ უფლებებით სარგებლობისათვის, გარკვეული პასუხისმგებლობებიც გეკისრებათ. იმისათვის, რომ თქვენი უფლებებით ისარგებლოთ, საჭიროა, იცნობდეთ მათ და გადაწყვეტილება ამა თუ იმ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისას მიიღოთ არა ნაჩქარევად, არამედ ყველა საჭირო შეკითხვებზე პასუხის მიღებისა და საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის, გაცნობისა და პირობების შედარების საფუძველზე. ამ მენიუში გაეცნობით რჩევებს, რაც ფინანსური პროდუქტის შეძენამდე და ფინანსური პროდუქტით სარგებლობის პროცესშიც გამოგადგებათ.