გარდერობის განახლებასთან დაკავშირებული ხარჯი
ხშირად ორგანიზაციებს შემუშავებული აქვთ ჩაცმის კორპორატიული ან სხვა, სპეციფიკური სტილი, რომლის დაცვა თანამშრომელთა მხრიდან აუცილებელია. მაგალითად, ხშირად მოითხოვება კლასიკური ან ბიზნეს სტილის ჩაცმულობა. თუ თქვენი გარდერობის შემადგენლობა არ ემთხვევა დამსაქმებელი ორგანიზაციის მოთხოვნებს, დაგჭირდებათ გარდერობის შევსება ან განახლება, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.
საცხოვრებლის ცვლილების ხარჯი
თუ სამუშაო, რომელზე დათანხმებასაც გადაწყვეტთ, თქვენი საცხოვრებლისგან ძალიან შორსაა, შეთავაზება სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდანაა, დაგჭირდებათ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. თუ ამ ეტაპზე ეს ხარჯები არ გაქვთ, საცხოვრებლის ცვლილება შესაძლოა მნიშვნელოვან ხარჯთებთან იყოს დაკავშირებული, იმის მიუხედავად სახლის შეძენას გადაწყვეტთ თუ დაქირავებას. მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ, რამდენად მზადაა ორგანიზაცია, აანაზღაუროს აღნიშნული ხარჯები. თუ ისინი თანხმობას არ აცხადებენ, საჭიროა, დეტალურად გააანალიზოთ თქვენი ბიუჯეტი და განსაზღვროთ სამსახურიდან მისაღები შემოსავალი აბალანსებს თუ რა თქვენს ხარჯებს და რეალურად, გიღირთ თუ არა ამ შემოთავაზების მიღება.
საცხოვრებელსა და სამსახურს შორის დისტანციის გაზრდით გამოწვეული ხარჯები
მაშინაც კ,ი როცა საცხოვრებლად სხვა ქვეყანასა თუ ქალაქში გამგზავრება არ გიწევთ, მაინც მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ რა დისტანციაზეა თქვენგან ახალი სამუშაო ადგილი. რეალურად, შეიძლება, არ მოგიწიოთ საცხოვრებლის შეცვლა, მაგრამ ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდოს. შეიძლება, გაიზარდოს დაკავშირებული ხარჯებიც, მაგალითად, თუ თქვენ სადილობისთვის სახლში დაბრუნება შეგეძლოთ, დიდი დისტანციის შემთხვევაში საკვების სამსახურში წაღება ან მზა საკვების ყიდვა მოგიწევთ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია, დაგეგმოთ და თქვენს პირად ბიუჯეტში გაითვალისწინოთ.
საწვავის, პარკირებისა თუ ტრანსპორტირების ხარჯები
კვების ხარჯი
სამსახურიდან სახლამდე დიდი დისტანციის ან მაღალი დატვირთულობის გამო თუ სახლიდან ადრე გასვლა და გვიან დაბრუნება გიწევთ, რთულია, ყოველდღიურად შესვენებისთვის საკვები თავად მოიმზადოთ. ხშირად, ასეთ სიტუაციაში შეიძლება მზა საკვების მოხმარებაზე იფიქროთ. ეს კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, სახლში მომზადებული საკვების სამსახურში წაღების შემთხვევაში თქვენი ხარჯები გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე მისი მზა სახით შეძენის შემთხვევაში გექნებოდათ. როდესაც ბიუჯეტს შეადგენთ, არ დაგავიწყდეთ კვების ხარჯის გათვალისწინება.
კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯი
სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯია პროფესიული განვითარებისთვის საჭირო კურსების დაფინანსების ხარჯი. ძირითადად, ორგანიზაციები თავად აფინანსებენ იმ პროგრამებს, რაც საჭიროა თქვენი კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდისთვის. თუმცა, რიგ შემთხვევებში, სამუშაოს დაწყების შემდგომ პერიოდში პროფესიული უნარების განვითარებაზე კომპანიები პასუხისმგებლობას იხსნიან. ასეთ დროს თქვენი პასუხისმგებლობა იქნება, დაესწროთ აუცილებელ ტრენინგებს და მათი საფასურიც თქვენვე დაფაროთ. ვინაიდან ხარისხიანი საგანმანათლებლო კურსები არც თუ მცირე დაფინანსებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია სამსახურის დაწყებამდე დააზუსტოთ, რა მოთხოვნები აქვს ორგანიზაციას თქვენ მიმართ და ითვალისწინებს თუ არა ორგანიზაციის პოლიტიკა აუცილებელი ტრენინგების დაფინანსებას.
გაზრდილი საოჯახო ხარჯები
სამუშაოსთან დაკავშირებით საჭირო გადაადგილების ხარჯები
თუ თქვენი სამუშაო სპეციფიკა ხშირ გადაადგილებებს მოიცავს, აუცილებელია დააზუსტოთ ამ ხარჯს რა დოზით ფარავს კომპანია.