კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ზოგადი რჩევები ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფინანსურ ორგანიზაციებთან და  ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებული არააუცილებელი ხარჯები.

არ გაანაღდოთ თანხა საკრედიტო ბარათიდან

თუ სარგებლობთ საკრედიტო ბარათით, შეეცადეთ ბარათიდან თანხა მხოლოდ გადახდებით აითვისოთ, რათა თავიდან აიცილოთ განაღდებასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ბარათზე თანხა საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე დააბრუნოთ,  რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი საპროცენტო ხარჯი.

მოერიდეთ სესხის ვადაგადაცილებით დაფარვას

თუ სესხით სარგებლობთ, გადახდების განხორცილებისას ეცადეთ, ის ვადაგადაცილების გარეშე დაფაროთ, რათა არ დაგეკისროთ დამატებითი გადასახდელი.

გააუქმეთ პროდუქტი, როდესაც მისით არ სარგებლობთ

გააუქმეთ ყველა ის ფინანსური პროდუქტი, რომლითაც არ სარგებლობთ და არც მომავალში აპირებთ სარგებლობას. ამით თავიდან აირიდებთ ზედმეტ საკომისიო ხარჯს.

ერთმანეთს შეადარეთ და შეარჩიეთ ყველაზე ხელსაყრელი პროდუქტი

ნებისმიერი ტიპის გადახდებისათვის აირჩიეთ ყველაზე ხელსაყრელი საბანკო პროდუქტი. ხშირად დისტანციური პროდუქტების გამოყენებით უფრო ნაკლები დანახარჯი გექნებათ.