კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სტუდენტობა

სტუდენტობის წლები, როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად ხალისითა და ბედნიერებით სავსე პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ის დამოუკიდებლობისა და ახალი შეგრძნებებს ეტაპია, რომელსაც თან მრავალი გამოწვევაც ახლავს. ამ გამოწვევათა მისაღებად და გადასალახად კი მნიშვნელოვანია, კარგად დაფიქრდეთ და სწორად შეაფასოთ თქვენ წინაშე მდგარი შესაძლებლობები და რისკები და მომზადებულები შეხვდეთ ამ პერიოდს.

როდესაც საკითხი სტუდენტობისთვის მზადებას ეხება, მნიშვნელოვანია, გააანალიზოთ შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტები: როგორ უნდა მოემზადოთ და რა კითხვები უნდა დასვათ სტუდენტობის პერიოდის სწორად დასაგეგმად? რა ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული ცხოვრების ეს ეტაპი და როგორ შეიძლება თანმდევ ხარებთან გამკლავება?

როდესაც სტუდენტობისთვის ემზადებით, მნიშვნელოვანია, გაანალიზოთ რა გჭირდებათ ცხოვრების მიმდინარე დონის შესანარჩუნებლად ან მის გასაუმჯობესებლად, რა იქნება განსხვავებული სტუდენტობის პერიოდში და შესაბამისად, რა უნდა დაგეგმოთ.

იმისათვის, რომ სრულყოფილად გააანალიზოთ თქვენი საჭიროებები და გამოწვევები, მნიშვნელოვანია, სწორი კითხვები დასვათ და ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხები იპოვოთ. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ კითხვების ნაწილი აუცილებლად მიგიყვანთ ყოველდღიურობისა და ჩვევების ცვლილებამდე, ნაწილი კი უშუალოდ თქვენს პირად ფინანსებს დაუკავშირდება.