საპროცენტო სარგებელი
საპროცენტო სარგებელი გაცემულ სესხზე დარიცხულ თანხას წარმოადგენს, რომელიც გაცემული სესხის პროპორციულად იანგარიშება. ეს ის ხარჯია, რომელსაც მსესხებელი სესხის გამცემს სესხით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში უხდის და რომლის ოდენობაც სასესხო ხელშეკრულებაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთის სახით არის ხოლმე მითითებული. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვლადი.
სესხთან დაკავშირებული საკომისიოები
სესხის გაცემას და შემდეგ მის მომსახურებას გარკვეული საკომისიოები ახლავს:
- სესხის დამტკიცების / სესხის გაცემის საკომისიო;
- სესხის თანხის განაღდების საკომისიო;
- ანგარიშის მომსახურების საკომისიო.
სესხის უზრუნველყოფის ხარჯები
სესხის უზრუნველყოფის რეგისტრაციას, ასევე, სესხის დაფარვის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმებას გარკვეული ხარჯები უკავშირდება:
- უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვისა და იპოთეკის მოხსნის ხარჯები;
- მოძრავი ქონების გირავნობის რეგისტრაციისა და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების ხარჯები.
დაზღვევის ხარჯები
სესხთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის დაზღვევას სხვადასხვა ხარჯი უკავშირდება, მათ შორის:
- სესხის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაზღვევა;
- მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.
მსგავსი თემები
- კრედიტორები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
- სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- სესხთან დაკავშირებული საკომისიოები
- ფინანსური ინსტიტუტების შედარება მომსახურებისა და პირობების მიხედვით
- დეპოზიტის განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები
- ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- დეპოზიტის პირობები