კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბიზნესის დაფინანსების წყაროები

ბიზნესის წამოსაწყებად, მიმდინარე საქმიანობისათვის (საბრუნავი საშუალებების დაფინანსება) და/ან მისი განვითარებისათვის (ინვესტირება ძირითად აქტივებში, შეძენა/გადაიარაღება) საჭიროა გარკვეული თანხის მობილიზება - ფლობა, შეგროვება, ან მოძიება. საჭირო თანხების აკუმულირებისთვის ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს დაფინანსების სხვადასხვა წყარო, როგორიცაა:

  • საკუთარი სახსრები,
  • ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან აღებული სესხი (კრედიტი),
  • სასაქონლო კრედიტი,
  • გრანტი,
  • ლიზინგი და ა. შ.