კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხის გამცემი სუბიექტი

სესხის გამცემი სუბიექტის სტატუსი

2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ნებისმიერი პირის ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია, რომელსაც სასესხო მოთხოვნა 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან უფიქსირდება. თუ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა სესხების გაცემაა და შედარებით მსუბუქი საზედამხედველო მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია, ის სესხის გამცემი სუბიექტის (სგს) სტატუსით რეგისტრირდება. სგს-ს რეგისტრაციის გარდა, მისი საქმიანობის სფერო და საზედამხედველო პოლიტიკაც დარეგულირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. სგს-ს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომერციული ბანკებსა და მისოებთან შედარებით საზედამხედველო რეგულაციები გაცილებით მსუბუქია და ძირითადად ხორციელდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 

სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობა

კომერცულ ბანკებსა და მისოებთან შედარებით გაცილებით შეზღუდულია სგს-ს საქმიანობის ჩამონათვალიც. მას უფლება აქვთ განახორციელოს ისეთი ტიპის საქმიანობა, როგორიცაა:

  • ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა;
  • სესხის ამოღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
  • ვალუტის კონვერტაცია (დამატებითი ნებართვის მოპოვების საფუძველზე);
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულება (დამატებითი ნებართვის მოპოვების საფუძველზე).