რჩევა #1
თუ კი იყენებთ მობილბანკის აპლიკაციას, დარწმუნდით, რომ მისი მომწოდებელი ნამდვილად თქვენი მომსახურე ბანკია. თუ ეჭვი გეპარებათ - დაუკავშირდით მას და დარწმუნდით.
რჩევა #2
აპლიკაციები გადმოტვირთეთ მხოლოდ აპლიკაციების ოფიციალური მაღაზიებიდან. არალეგალური წყაროდან აპლიკაციის გადმოწერის შემთხვევაში, მას შეიძლება მოჰყვეს მავნე პროგრამის ან ვირუსის შემცველი ფაილი.
რჩევა #3
ისარგებლეთ ბიომეტრიული მონაცემებით იდენტიფიკაციით, როგორც მობილბანკის აპლიკაციის, ისე უშუალოდ სმარტფონის შემთხვევაში და გაააქტიურეთ მობილურის ეკრანის ავტომატური დაბლოკვის რეჟიმი.
რჩევა #4
მუდმივად განაახლეთ თქვენი ტელეფონის ოპერაციული სისტემა, ასევე ჩამოტვირთეთ მისი უსაფრთხოების განახლებები.
რჩევა #5
როგორც კომპიუტერის შემთხვევაში, ასევე მობილურ ტელეფონშიც დააყენეთ ანტივირუსული პროგრამა.
მსგავსი თემები
- როგორ მოქმედებენ თაღლითები?
- ინტერნეტბანკი
- როგორ დაიცვათ სმარტფონების უსაფრთხოება?
- როგორ გახადოთ თქვენი მოწყობილობები უფრო დაცული
- როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითებისგან?
- რა იგულისხმება ფინანსურ უსაფრთხოების ზომების დაცვაში?
- როგორ იშოპინგოთ ონლაინში უსაფრთხოდ
- რჩევები ფინანსური პროდუქტით სარგებლობისას