ფინედუ მასწავლებლებს, ასევე, ბავშვებისა და მოზარდების განათლებით დაინტერესებულ სხვა ნებისმიერ პირს არაერთ ბეჭდურ რესურსს გთავაზობთ.
ამ ბლოკში თავმოყრილია: ეროვნული ბანკის მიერ მასწავლებლებისთვის შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოები თეორიული მასალითა და პრაქტიკული საკლასო აქტივობებით; ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ბროშურები; ასევე, თავად მასწავლებლების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები - სამივე საფეხურის გაკვეთილის გეგმები თუ აქტივობები.
მასალების ჩამოტვირთვა და სასწავლო მიზნებით გამოყენება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეუძლია.