კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

სანამ დახარჯავ - იშოვე, სანამ პენსიაზე გახვალ - დაზოგე

სანამ დახარჯავ - იშოვე, სანამ პენსიაზე გახვალ - დაზოგე

1193
5 / 5

დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ საკუთარი "ფულის" - შემოსავლის რაციონალური განკარგვა. აუცილებელია, გაანალიზონ, რა აქვთ შემოსავალი და რა ხარჯის გაღება უწევთ მათ თავიანთი შემოსავლიდან. მნიშვნელოვანია, ფულის გონივრული მართვა და რაციონალური გამოყენება, რომ შემდეგ თითოეული ადამიანი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს.

სირთულეების თავიდან ასაცილებლად ყველა მოქალაქეს სჭირდება, იცოდეს ფულის დაზოგვა. ფულის დაზოგვა სხვადასხვა მიზნით შეიძლება, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდია, მათ მოთხოვნილებები და საჭიროებებიც ერთმანეთისგან განსხვავებული აქვთ. მაგალითად, არასრულწლოვანებაში (18 წლამდე) უფრო მოსახერხებელია ე.წ "ყულაბა", სადაც შეიძლება თანხის შენახვა. მოზარდებს ვასწავლოთ ფულის დაზოგვა და საჭირო შემთხვევაში მისი გამოყენება. ხოლო სრულწლოვანების ასაკში (18 წლის ზევით) კი უფრო დაცულები რომ ვიყოთ, ბანკში გავხსნათ დეპოზიტი/ ანაბარი.

აუცილებელია, ფულის დაზოგვის და შენახვის დროს დავიცვათ უსაფრთხოება და გავთვალოთ მოსალოდნელი რისკები. დღეს ფულის დაზოგვა ზოგ ადამიანს ერთულება, რადგან ცხოვრება და ჩვენი შემოსავლები არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თუმცა უნდა მოვახერხოთ თუნდაც მცირე თანხის დაზოგვა. გავითვალისწინოთ ჩვენი შემოსავალი და ხარჯი თვის განმავლობაში, რადგან მოვახერხოთ თანხის დაზოგვა.

როგორც ვიცით, ფულის დაზოგვის ორი მეთოდი არსებობს: ფორმალური და არაფორმალური. ფულის დაზოგვის ორივე მეთოდზე ვისაუბრებ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით.

ყულაბა
არაფორმალური დაზოგვა

მე როდესაც არასრულწლოვანი ვიყავი, მშობლების ნაჩუქარ ფულს ბოლომდე არასოდეს ვხარჯავდი და ვინახავდი ყულაბაში. ასე ვისწავლე ფულის გონივრულად ხარჯვა და დაზოგვა. ეს ყულაბა დღემდე მაქვს შენახული, რადგან მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს - შეგროვილი ფულით ვყიდულობდი ჩემთვის სასურველ ნივთებს, ვზრუნავდი ჩემს კეთილდღეობაზე - განათლებაზე.

ფორმალური დაზოგვა

დღეს, როდესაც საკუთარი შემოსავალი მაქვს, ჩემი ხელფასიდან ყოველთვის ვზოგავ თანხის ნაწილს და ვინახავ ბანკში, სადაც ანაბართან დაკავშირებით მიფორმდება ხელშეკრულება. ჩემი დაზოგილი ფული, ვფიქრობ, დაცულია და შემიძლია, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო. ჩემი, როგორც მომხმარებლის, უფლებები, ბანკში დაცულია და ჩემი დანაზოგიც უფრო საიმედოდ არის დეპოზიტზე. ჩემს დაზოგილ ფულზე ბანკი მაძლევს სარგებელს (პროცენტს), რომელიც დამატებითი შემოსავალია. ეს არის დღეს კარგი საშუალება იმისთვის, რომ ვიზრუნო ჩემს მომავალზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე, შევიქმნა ისეთი მომავალი, სადაც მე გათვალისწინებული მაქვს ფინანსური კეთილდღეობა გრძელვადიან პერსპექტივაში.

თანხის გონივრული განკარგვის საშუალება ვფიქრობ საჭიროა, რადგან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ყველა გადაწყვეტილება ფულს უკავშირდება. ამიტომ ცხოვრებისეულ ახალ გამოწვევებს მარტივად რომ გავუმკლავდეთ, საჭიროა ფინანსური საკითხები წინასწარ გავითვალისწინოთ, გავაანალიზოთ, დავგეგმოთ და, რაც მთავარია, ვისწავლოთ ფულის დაზოგვა.

ასევე, ვარ ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში, რაც არის იმის გარანტი რომ მშვიდად, ბედნიერად და ფინანსურად მყარად შევხვდე საპენსიო ასაკს (სიბერეს), ადრეულ ეტაპზევე შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე.

მნიშვნელოვანია, ჩვენი დაზოგილი ფული იყოს დაცული. ყველა ადამიანი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული, რომ თაღლითები სხვადასხვა გზით მოქმედებენ მომხმარებლის თანხების მისათვისებლად. აქ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ არავის ვანდოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია. დღეს ფინანსური თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: საგადასახადო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა, მავნე პროგრამები, თაღლითობა ყალბი ფულის გამოყენებით, ფიშინგი და ა.შ..

დღეს, ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ, "ჩვენი ფულის" დაზოგვა მნიშვნელოვანია და ცოტა სარისკოც, თუმცა 21-ე საუკუნის ადამიანი მეტად ცივილიზებული და განვითარებულია, ვფიქრობ ყველამ უნდა შეძლოს საკუთარი ფულის დაცვა, დაზოგვა და განკარგვა.

ამრიგად, თანხის დაზოგვის და შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საბანკო დეპოზიტით (ანაბრით) სარგებლობაა, რადგან გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა ბანკში, რომელზეც ირიცხება საპროცენტო სარგებელი ინდივიდისთვის საუკეთესო საშუალებაა ადამიანის მომავლის ფინანსური კეთილდღეობის კუთხით. ფულის შეგროვების ან შენახვის პირობები მნიშვნელოვანია ყოველთვის, ადამიანმა უნდა იცოდეს რამდენად უსაფრთხოდაა დაცული მისი დაზოგილი თანხა. ვფიქრობ, ჩვენი ფული უნდა განვათავსოთ ბანკში ჩვენივე მომავლისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის. 

ჩემი ცხოვრების დევიზია: "სანამ დახარჯავ იშოვე, სანამ პენსიაზე გახვალ დაზოგე"- უილიამ ა ვარდი

შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს შენივე კეთილდღეობისთვის.