კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევა

პირადი ფინანსების მართვა ხშირად რისკების მართვასაც გულისხმობს.  რისკებიც სხვადასხვაგვარია - ზოგი მათგანის შემცირება ან თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ არსებობს ისეთი რისკებიც, რომელიც კონტროლს ნაკლებად ან საერთოდ არ ექვემდებარება. მაგალითად, წინდახედული ავტომფლობელი საკუთარ ავტომობილს ისე უვლის, რომ მისი მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეულ არასაჭირო ხარჯებს მინიმუმამდე ამცირებს. ამ მიზნით ის ყოველთვის დროულად და სისტემატურად ახორციელებს ავტომობილის პროფილაქტიკურ შემოწმებას, რეკომენდირებულ ვადებში ცვლის ზეთს ძრავაში და ა.შ. მაგრამ მაქსიმალური ზრუნვის პირობებშიც მისთვის შეუძლებელი იქნება თავიდან აიცილოს ავტომობილის დაზიანებასთან დაკავშირებული ფინანსური ზარალი, რომელსაც გამოიწვევს მოულოდნელად გზაში შემოსწრებული ძლიერი სეტყვა. სწორედ ამგვარი - კონტროლს მიღმა არსებული - რისკების დასაბალანსებლად დაზღვევა ხშირად საუკეთესო გამოსავალია.

ამ ბლოკში გაეცნობით დაზღვევის არსს, მის უპირატესობებს და დაზღვევის პროდუქტის შეძენამდე გასათვალისწინებელ ზოგად რჩევებსა და რეკომენდაციებს, ასევე, მომხმარებლების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.