მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ ფინანსურ მიზნებს, მოიძიებთ ინფორმაციას თანხის დაზოგვის გზების შესახებ, საჭიროა გადაწყვიტოთ, რა სახით დაზოგავთ თანხას. როდესაც თანხის დასაზოგად არჩევანს დეპოზიტზე გააკეთებთ, იმ ფაქტორებზეც უნდა დაფიქრდეთ, რითაც ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებას გამოარჩევდით.
დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ალტერნატივაა, რომელზეც არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ, თუმცა მთავარია მაინც რა მახასიათებლის მიხედვით გადაწყვეტთ კონკრეტული დეპოზიტით სარგებლობას. სანამ დეპოზიტზე თანხას განათავსებთ, მნიშვნელოვანია სწორი პროდუქტი აირჩიოთ, ამისთვის კი საჭიროა რამდენიმე ფაქტორზე დაფიქრდეთ.