საფინანსო ინსტიტუტთან ბიზნესის სასესხო ურთიერთობის შედეგად იქმნება მისი საკრედიტო ისტორია . საკრედიტო ისტორია მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ბიზნესის მიერ აღებული სესხებისა და მათი დაფარვის შესახებ. ეს ისტორია საფინანსო ინსტიტუტს უქმნის წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლიანი მსესხებელია მეწარმე. რაც უფრო დროულად ფარავდა მეწარმე წარსულში ვალდებულებებს, მით უფრო დიდი ნდობით ისარგებლებს ის ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან და მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ მან დაფინანსება მიიღოს მარტივად და მოსახერხებელი პირობებით; ხოლო თუ მეწარმე წარსულში დაგვიანებით ფარავდა ვალდებულებებს, ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს შემოთავაზებული სესხის პირობებზე (მაგ., შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთი იყოს საკმაოდ მაღალი, ან მოთხოვნილ იქნას დამატებითი უზრუნველყოფა), ზოგიერთ შემთხვევაში კი სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზიც გახდეს.
მეტი ინფორმაცია საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროს და მასში დაცული ინფორმაციის შესახებ იხილეთ აქ.
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- რის საფუძველზე ხდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში თქვენი მონაცემების გადამოწმება?
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად