კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების გამო წარმოშობილი გამოწვევების წინაშე დადგეთ, მათთან გასამკლავებლად კი სრულად მომზადებული ვერ აღმოჩნდეთ. მსგავს სიტუაციებთან გამკლავება ემოციურ სირთულეებთან ერთად ფინანსურ დანახარჯებსაც უკავშირდება. თუ ასეთ შემთხვევებს  წინასწარ მომზადებული შეხვდებით ან სამოქმედო გეგმა გექნებათ შემუშავებული, ყველაფერს ბევრად მარტივად  გაუმკლავდებით.

ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება, როგორც წესი, რამდენიმე  ტიპის ხარჯთანაა დაკავშირებული, მათ შორის: ექიმთან ვიზიტის, გამოკვლევების, მედიკამენტების ხარჯები. ის შესაძლოა ცხოვრების სტილის ცვლილებასაც იწვევდეს, რაც, თავის მხრივ, დამატებით საზრუნავსა თუ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად, თუ გამოჯანმრთელების მიზნით სახლში დარჩენა დაგჭირდათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების გათვალისწინება მოგიწევთ, მათ შორის, რამდენად ანაზღაურდება ავადმყოფობის განმავლობაში გაცდენილი პერიოდი; თუ ექიმმა კვების სპეციალური რეჟიმის დაცვა დაგინიშნათ, შესაბამისი პროდუქტების მომარაგება მოგიწევთ; შესაძლოა ხარჯების გამოყოფა სახლში დამხმარე პირების ანაზღაურების დასაფარადაც დაგჭირდეთ. ყველა მსგავს შემთხვევაში საჭირო იქნება, პირად ბიუჯეტს გადახედოთ და გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაწილში აღნიშნული ხარჯების ადგილი გამოძებნოთ.

ამ მენიუში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მასთან დაკავშირებულ ზოგად რჩევებზე ვისაუბრებთ.