რა არის საკრედიტო ისტორია?
საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია სესხის გამცემი ორგანიზაციისთვის, ვინაიდან ის აჩვენებს, თუ რამდენად დროულად ფარავს მომხმარებელი საკუთარ ვალდებულებებს.
საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროსთან მსესხებლის შესახებ მონაცემების მიმოცვლას, მსესხებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკები, მიკროსაფინანსო და სხვა ტიპის სესხის გამცემი ორგანიზაციებიც ახორციელებენ.
ამჟამად, საქართველოში ერთი საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო - სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო - ფუნქციონირებს. საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროსთან დაკავშირების გზით მომხმარებლებს საკუთარი საკრედიტო ისტორიის ამონაწერი შეუძლიათ მიიღონ, მათ შორის წლის განმავლობაში სამჯერ - უფასოდ.
ვინ არის თავდები და რას ნიშნავს თავდებობა?
ვის უწოდებენ თანამსესხებელს?
სესხის აღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც შეიძლება მოგიწიოთ და მას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. დღესდღეობით, სესხებს ბევრი ფინანსური ორგანიზაცია გასცემს, მათ შორის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები. თითოეული მომხმარებლის პასუხისმგებლობაა რეალისტურად შეაფასოს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები როგორც სესხის აღების მომენტისათვის, ისე სესხის დაფარვის მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შეთავაზების შესახებ, რომლისგანაც ფულის სესხებას აპირებს, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა შემოთავაზება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.