კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ოჯახის ფინანსების მართვა

ზრდასრულობას მრავალი სახის  პასუხისმგებლობა , მათ შორის, ფინანსურიც ახლავს თან. ოჯახის შექმნასა და შვილების ზრდასთან ერთად ხარჯები იმატებს და ფინანსების მართვა, შესაძლოა, დიდ გამოწვევადაც კი იქცეს. ყოველთვიური ხარჯების დაფარვის პარალელურად - იქნება ეს იპოთეკის ან ქირავნობის გადასახადი, სასურსათო პროდუქტების შეძენა, კომუნალური დავალიანების დაფარვა თუ ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება -  შეიძლება, რთული იყოს დაზოგვის შესაძლებლობების პოვნა. ოჯახის წევრების განსხვავებული ფინანსური საჭიროებებისა თუ განსხვავებული ინდივიდუალური ხარჯების ფონზე,  ზოგჯერ ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა და ბიუჯეტის წარმოება ნაკლებად შესაძლებლად შეიძლება მოგეჩვენოთ. 

თუმცა მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, ნებისმიერ ოჯახს შეუძლია  თუნდაც მინიმალური დანაზოგის შექმნა, იქნება ეს სასიამოვნო დასვენებისთვის, შვილის სწავლის დასაფინანსებლად თუ ე.წ. "ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის" შესაქმნელად.

ოჯახის ფინანსების მართვა პირადი ფინანსების მართვის მსგავსია. შესაბამისად, ფინანსების სწორი დაგეგმვით, ბიუჯეტირებითა და მიზნების განსაზღვრით, ოჯახისა და მისი თითოეული წევრის ფინანსური სტაბილურობის მიღწევაა შესაძლებელი.