იმისთვის, რომ კომპანიამ გამოუშვას აქცია ან ობლიგაცია, მან უნდა გააკეთოს საჯარო ან კერძო შეთავაზება. საჯარო შეთავაზება - ეს არის ფასიანი ქაღალდების გამოშვება 100-ზე მეტი ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის ინვესტორებისთვის, ხოლო კერძო შეთავაზება 100-ზე ნაკლები ინვესტორისთვის ხდება. საჯარო შეთავაზების გზით კაპიტალის მოზიდვას თან ახლავს გარკვეული ხარჯები, რომლებიც გამომდინარეობს არსებული რეგულაციების მოთხოვნებიდან (მაგ., საერთაშორისო სტანდარტების აუდიტის კუთხით) და საერთაშორისო კორპორაციული მართვის სტანდარტებიდან. ამრიგად, საჯარო შეთავაზება განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, კერძო შეთავაზება კი არ მოითხოვს ასეთ მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი განხორციელება შედარებით ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ პოტენციური ინვესტორი კერძო შეთავაზების შემთხვევაში, როგორც წესი, უფრო მაღალ სარგებელს ითხოვს, ვიდრე საჯარო შეთავაზებისას.
მსგავსი თემები
- ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- სხვა დაფინანსების წყაროები
- აქციების ტიპები
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
- როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?
- რა შეკითხვები უნდა დასვათ ფინანსურ ორგანიზაციასთან