კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ინვესტირება

ზოგადად, ფინანსური ინვესტიცია, მოგების ან სხვა ეკონომიკური ეფექტის მიღების მიზნით ფულის, კაპიტალის დაბანდებაა. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური კეთილდღეობა, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურ სტაბილურობის მიღწევაა, თანხის გონივრული განკარგვა გონივრულ ინვესტირებასაც გულისხმობს. ინვესტირება ეს არის საშუალება, დღევანდელი შემოსავლები სამომავლო მოგების წყაროდ ვაქციოთ.

ამ ეტაპზე ინვესტირების მენიუში წარმოგიდგენილია ინვესტიციების ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების თავისებურებები, როგორებიცაა აქციები და სავალო ფასიანი ქაღალდები - ობლიგაციები.  

ეტაპობრივად, ამ ბლოკში მასალები დაემატება და მკითხველს გააცნობს ინვესტირების სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათს თავისებურებებსა და მათთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურას.