კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საბაზო საფეხური - გაკვეთილის გეგმები

გთავაზობთ ფინანსური და ეკონომიკური განათლების მზა გაკვეთილების გეგმას საბაზო საფეხურისთვის, რომელშიც წუთობრივად გაწერილია აქტივობები და მოცემულია საჭირო რესურსები. მისი გამოყენება შეგიძლიათ პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში შესაბამის კლასებში, ასევე შეგიძლიათ გაკვეთილების გეგმის თქვენი სურვილისამებრ მოდიფიცირებაც.

VII კლასი

გაკვეთილი #1 - მოთხოვნილებები და ეკონომიკა

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები იმსჯელებენ საჭიროებებსა და სურვილებზე, რესურსების შეზღუდულობაზე და დაფიქრდებიან, როგორ არიან ისინი თავიანთი ქმედებებით ჩართულნი ეკონომიკაში.

გაკვეთილი #2 - ბაზარი და ფასი - ნაწილი 1

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები ეცნობიან ბაზრის ძირითად კონცეფციებს

გაკვეთილი #3 - ბაზარი და ფასი - ნაწილი II

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები გაიაზრებენ, როგორ განსაზღვრავს მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა საქონლისა და მომსახურების ფასს

გაკვეთილი #4 - ბაზარი და ფასი - ნაწილი III

ამ გაკვეთილზე მოსწავლეები საკუთარ თავზე გამოცდიან, როგორ მუშაობს ბაზარი და როგორ თანხმდებიან მომხმარებლები და მიმწოდებლები საქონლისა და მომსახურების ფასზე.