ორგანიზაციული კულტურა
ორგანიზაციული კულტურა ორგანიზაციის წევრების მიერ არჩეული და შეთანხმებული წესების, ეთიკის ნორმებისა და ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზაციის მთლიანობას უზრუნველყოფს.ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილებია ღირებულება, რწმენა, შეხედულებები და სხვა. რეალურად ორგანიზაციული კულტურა არის ის გარემო, რომელშიც უნდა იმუშაოთ, თუ შეუერთდებით ამ კონკრეტულ ორგანიზაციას.
სამუშაოს მიღმა აქტივობების შესაძლებლობა
ვინაიდან სამსახური თქვენი დროის საკმაოდ დიდ ნაწილს დაიკავებს, მნიშვნელოვანია, შესაძლებლობების არსებობისას დააზუსტოთ ინფორმაცია სამსახურს მიღმა აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თანამშრომლების ჩართულობით განტვირთვა და განსხვავებულ აქტივობაში ჩართვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ერთმანეთის მიმართ არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც სამუშაოს პროდუქტულობის ამაღლებასაც განაპირობებს. თუ თქვენთვის სასიამოვნო სამუშაო გარემო მნიშვნელოვანია, დააზუსტეთ იმ შესაძლებლობების არსებობის შესახებაც, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს თავის თანამშრომლებს.
ორგანიზაციის რეპუტაცია
იმისათვის, რომ სამსახურთან ემოციური ბმა გქონდეთ, ანუ თქვენი საქმე სიამოვნებასაც განიჭებდეთ, მნიშვნელოვანია, მინიმუმ, თავს კარგად გრძნობდეთ, როცა ორგანიზაციის სახელით საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ურთიერთობთ. ეს კი მაშინაა შესაძლებელი, თუ ორგანიზაცია, თქვენი წარმოდგენების შესაბამისი, პოზიტიური რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში. ამიტომ ხშირად, როდესაც დასაქმებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, მოიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გაიგოთ, რა რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.
კომპანიის საქმიანობის სფერო
კრიტერიუმების არამატერიალურ ნაწილს განეკუთვნება კომპანიის საქმიანობის სფერო. მაგალითად, თუ თქვენ ეწინააღმდეგებით აზარტული თამაშების პოპულარიზაციას, შესაძლებელია, თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს იმ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან ან თუ თქვენ ვეგეტარიანელი ხართ, შესაძლოა არ მოინდომოთ ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმება.
სამუშაო ადგილის მდებარეობა
ფულადი სარგებელი ხელფასის, ბონუსის თუ პრემიის სახით
როგორც ადამიანთა უმრავლესობას, ალბათ, თქვენც არაერთი ფინანსური მიზანი გაქვთ. ეს ის მიზნებია, რომელთა მიღწევაც გსურთ და რომელთა დასაფინანსებლადაც გარკვეული ფულადი რესურსი გესაჭიროებათ. გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, ხშირად, ამ მიზნების დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, როდესაც სამსახურს ირჩევთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ ის მატერიალური სარგებელი, რასაც ორგანიზაცია გთავაზობთ. მნიშვნელოვანია, კითხვები დასვათ ხელფასთან, საბონუსე თუ საპრემიო სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, თავიდანვე იცოდეთ გარანტირებული და პოტენციური შემოსავლის ოდენობა, რათა უკეთ შეძლოთ ბიუჯეტის წარმოება და მიზნების დასახვა. ანაზღაურება ის საკითხია, რომელიც ბუნდოვანი ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. რასაკვირველია, საქმიანობა, თავის მხრივ, უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, რომ ბოლომდე მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზაცია, თუმცა, ფინანსური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია მატერიალური მოტივატორებიც გქონდეთ. სასურველია, სამუშაოს დაწყებისთანავე დასვათ კითხვები ხელფასის სამომავლო ცვლილების საფუძვლების შესახებ, რათა ზუსტად იცოდეთ, რას შეიძლება ელოდოთ კონკრეტულ პოზიციაზე გრძელვადიანი დასაქმების შემთხვევაში.
სხვა მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი
სამსახურის არჩევასთან დაკავშირებული გასათვალისწინებელი ხარჯები
მიუხედავად იმისა, რომ სამსახური შემოსავლის წყაროა, იგი გარკვეულ ხარჯებსაც უკავშირდება, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის საფუძველზე შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, ნამდვილად სარგებლის მომტანია თუ არა თქვენთვის კონკრეტული შემოთავაზება.