ყველა მნიშვნელოვან მომენტს თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ყოველდღიურობის ცვლილებაზე გავლენის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს, უდავოდ, ოჯახის ახალი წევრის - ბავშვის შეძენა წარმოადგენს.
ოჯახის ახალი წევრის შესახვედრად ბევრი რამ შეიძლება ითქვას ემოციურ მზადყოფნაზე. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თქვენი ცხოვრება ძირეულად შეიცვლება, რისთვისაც ემოციურად უნდა მოემზადოთ. მაგალითად, თუ თქვენი თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ატარებდით, ოჯახის ახალი წევრი, სავარაუდოდ, თქვენს თავისუფალ დროს მთლიანად აითვისებს. ასევე შესაძლებელია საყვარელი ფილმების ყურება საბავშვო მუსიკის მოსმენამ და მულტფილმების ყურებამ ჩაანაცვლოს. თქვენი ყოველდღიურობა ბავშვის დაბადებამდე, მის მოლოდინშიც ხშირად იცვლება, მაგალითად, შეიძლება, შეცვალოთ კვებითი ქცევა. თუ მანამდე თამამად მიირთმევდით სწრაფ კვების პროდუქტებს, ტკბილეულს, კოფეინის შემცველ სასმელებს, ორსულობის პერიოდში მომავალ დედებს, დიდი ალბათობით, მოგიწევთ ჯანსაღ საკვებზე გადასვლა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისია, რომლისთვისაც გაცნობიერებულად უნდა მოემზადოთ, რათა მათ თქვენს ემოციებზე მოულოდნელი ზეგავლენა არ მოახდინოს.
თუმცა, ამ მენიუში ვისაუბრებთ ფინანსური მზადყოფნის მნიშვნელობასა და იმ ფინანსურ რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნება მშობლებისათვის როგორც ბავშვის შეძენამდე, ისე მის შემდეგ.