რა არის იპოთეკური სესხი?
რა პირობებით გაიცემა იპოთეკური სესხი?
მოქმედი კანონმდებლობით იპოთეკური სესხის გაცემა 20 წლამდე ვადითაა შესაძლებელი, რაც საკმაოდ ხანგრძლივი დროა. ამიტომ, ამ სესხის აღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენიმე შესაძლო ალტერნატივის მოძიება და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელის შერჩევა. იპოთეკური სესის ხანგრძლივი ვადისა და ამ ვადაში შესაძლო გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომის რისკის გამო, ამ ტიპის სესხებზე ხშირად მოითხოვება მსესხებლის სიცოცხლის ან/და უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების დაზღვევა. სადაზღვევო პრემია სესხთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯია. თუმცა, ზემოხსენებული რისკების დაზღვევა კრედიტორის გარდა მომხმარებლის ინტერესებშიც შედის, დაზღვევა კი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას ზარალთან გამკლავების საშუალებას გაძლევთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ იპოთეკური სესხის აღებისას?
იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სავალუტო რისკი. თუ თქვენ შემოსავალი ერთ ვალუტაში გერიცხებათ, სესხს კი სხვა ვალუტაში აიღებთ, კურსის ცვალებადობასთან ერთად სესხზე გადასახდელი ხარჯების წილი შესაძლოა გაიზარდოს. გამომდინარე პროდუქტის ხანგრძლივობიდან, ამ რისკის წინასწარი გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, აღნიშნული რისკისგან დასაცავად რეკომენდებულია სესხი იმ ვალუტაში აიღოთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ.
როგორც წესი, იპოთეკური სესხები ბაზარზე ყველაზე იაფია. თუმცა, დაზღვევის გარდა გასათვალისწინებელია უზრუნველყოფის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებული ხარჯები.
მსგავსი თემები
- რა ხარჯი გემატებათ
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
- იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებები
- როგორი ტიპის სასესხო პროდუქტები არსებობს?
- სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები
- სესხთან დაკავშირებული საკომისიოები
- ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი