კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხი, იგივე კრედიტი, ეს არის თანხა, რომელსაც ერთი პირი მეორისგან იღებს ვალის სახით, იმ პირობით, რომ წინასწარ შეთანხმებულ ვადებში, უკან დაუბრუნებს ამ თანხას და დამატებით, მასზე დარიცხულ სარგებელსაც გადაუხდის. სესხის პირობები ხელშეკრულებაში იწერება, რომელსაც გამსესხებელი და მსესხებელი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (მაგ. ინტერნეტით) აწერენ ხელს. აღსანიშნავია, რომ სესხის გაცემა შეუძლია როგორც ფინანსური ორგანიზაციებს  (მაგალითად, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები), ისე, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის მიღმა არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებსაც. ამასთან, თუ პირის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება, ის ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში. 

ფინანსური ორგანიზაცია, როგორც წესი, მსესხებელს თანხას იმ პირობით ასესხებს, რომ ჯამში მეტ თანხას დაიბრუნებს, ვიდრე გასცა. დანამატი, რომელსაც მსესხებელი იხდის, არის პროცენტი და მას სარგებელსაც უწოდებენ.