იმისათვის, რომ სახელმწიფომ საზოგადოებისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნა (ე.წ. საზოგადოებრივი პროდუქტი) შეძლოს, საჭიროა ფულის შეგროვება მათ დასაფინანსებლად. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი როგორც პროდუქტი, ისე მომსახურება, ფართო მასებისთვისაა გათვლილი (მაგალითად, გზების მშენებლობა, სოციალური სისტემის შექმნა და ამოქმედება, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა), მათი შექმნა დიდ დანახარჯებსაც უკავშირდება. სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების შეგროვების ერთ-ერთ მსხვილ წყაროს გადასახადებიდან შემოსული თანხა წარმოადგენს. გადასახადი ეს არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც თითოეული თქვენგანი იხდის გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ახორციელებთ საქმიანობას, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, ან თუნდაც ყიდულობთ პროდუქტს, რომელიც წარმოების ან ბაზარზე გატანის პროცესში დაიბეგრა და ფასში შედის გადასახადის ნაწილი, თქვენი სურვილის მიუხედავად, ვალდებული ხართ, გადაიხადოთ გადასახადი. ამ მენიუში განხილული იქნება გადასახადების არსი და მათი გავლენა თქვენს ფინანსებზე.