რა უპირატესობები აქვს ბანკში თანხის შენახვას?
საპროცენტო სარგებლის მიღება
სახლში ფულის შენახვა-დაგროვებისგან განსხვავებით, საბანკო ანაბრებზე საშუალება გეძლევათ, დამატებითი საპროცენტო სარგებელი მიიღოთ.
დანაზოგი მეტად დაცულია
საბანკო ანგარიშზე განთავსებული თქვენი თანხა უფრო უსაფრთხოდაა დაცული, როგორც ბანკნოტებისა და მონეტების ფიზიკური განადგურებისგან, ასე უკანონო მითვისებისაგან.
დანაზოგს არამიზნობრივად არ დახარჯავთ
დაგროვების სიმარტივე
საბანკო დეპოზიტების არჩევის უპირატესობად შეგიძლიათ განიხილოთ თანხის განთავსებისა და დაგროვების სიმარტივეც. ხშირ შემთხვევაში დეპოზიტის გახსნა მინიმალური თანხითაა შესაძლებელი, ამასთან დანაზოგზე ფულის დამატება შეგიძლიათ როგორც ნაღდი სახით, ისე გადახდის აპარატებიდან შეტანის ან ინტერნეტბანკით გადარიცხვის გზით. საბანკო მომსახურების არჩევის კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის, რომ შეგიძლიათ ავტომატურად დააგროვოთ თანხა. კომერციული ბანკები გთავაზობენ ავტომატური გადარიცხვის მომსახურებას, რაც გულისხმობს, რომ თუ გსურთ დანაზოგის შექმნა მარტივად, შეგიძლიათ გააქტიუროთ ავტომატური გადარიცხვის მომსახურება, რომლის მეშვეობითაც, თქვენს მიერ მითითებული პერიოდულობით, წინასწარ განსაზღვრულ თანხის მოცულობას დეპოზიტის ანგარიშზე ბანკი თქვენს მაგივრად განახორციელებს. არსებობს კიდევ უფრო მოქნილი დაზოგვის მექანიზმებიც. მაგალითად, შეგიძლიათ გაააქტიუროთ მომსახურება, რომლის მიხედვითაც, უნაღდო გადახდისას ავტომატურად დააგროვებთ გადახდილი თანხის სასურველ პროცენტს. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ რომ გადახდილი თანხის 1%-ის დაგროვება გსურთ, ყოველ გადახდილ 5 ლარზე, 5 თეთრი დაგიგროვდებათ.
ბანკები, როგორც წესი, დეპოზიტების სახეებისა და დაზოგვის მრავალფეროვან ალტერნატივას გთავაზობენ, რომელთა შორის არჩევანიც თქვენი მიზნების და შემოთავაზებებიდან საუკეთესოს არჩევის საფუძველზე უნდა გააკეთოთ.