მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის დაცვა
ფინანსური უსაფრთხოების დაცვაში, პირველ რიგში, მოიაზრება კონკრეტულად მომხმარებლისთვის განკუთვნილი სენსიტიური ინფორმაციის დაცვა, როგორიცაა, მაგალითად, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი, პინკოდი, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მობილურზე მიღებული ერთჯერადი კოდი. ამ ინფორმაციის სხვა პირისათვის გაზიარებით მას, რეალურად, თქვენს ანგარიშებსა და მაშასადამე, თქვენს ფულზეც პირდაპირი წვდომის საშუალებას აძლევთ.
პირად ანგარიშებთან წვდომისათვის საჭირო ინფორმაციის დაცვა
გარდა იმისა, რომ თქვენ არ უნდა გაუზიაროთ სხვა პირებს ზემოაღნიშნული ინფორმაცია, თაღლითებისგან დაცული რომ იყოთ, ასევე მნიშვნელოვანია იცავდეთ უსაფრთხოების ნორმებს ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით, ინტერნეტით და ბარათით სარგებლობისას. ხშირად, სწორედ ამ არხებით ცდილობს თაღლითი თქვენი ფინანსური ინფორმაციის მოტყუებით მოპოვებას.
პერსონალური მონაცემებისა და პერსონალური მოწყობილობების დაცვა
ფინანსურ უსაფრთხოებაში, ასევე, მოიაზრება თქვენი პერსონალური მონაცემების გაფრთხილება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თქვენი მოწყობილობების - მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და ა.შ - უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.
მსგავსი თემები
- როგორ დაიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტში
- როგორ მოქმედებენ თაღლითები?
- რჩევები ფინანსური პროდუქტით სარგებლობისას
- 10 რჩევა ფიშინგისგან თავის დასაცავად
- როგორ გახადოთ თქვენი მოწყობილობები უფრო დაცული
- როგორ იშოპინგოთ ონლაინში უსაფრთხოდ
- როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითებისგან?
- 5 რჩევა მობილბანკის უსაფრთხოებისთვის