კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მე და ხარჯვა

იმისათვის, რომ თქვენი შემოსავალი, მაგალითად, ხელფასი, სტიპენდია, წილი კომპანიის მფლობელობიდან - თვიდან თვემდე გონივრულად გამოიყენოთ და დამატებითი შემოსავლის ძებნა არ დაგჭირდეთ, საჭიროა თვალი გადაავლოთ სად, როგორ და რაში ხარჯავთ მას. 

თქვენი ყოველდღიური ქმედებები ხშირად ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად, სამსახურში სიარული მგზავრობის ხარჯებს, უნივერსიტეტში სწავლა კი საკანცელარიო ნივთების ყიდვის საჭიროებას უკავშირდება. იმისთვის, რომ თქვენი შემოსავლით შეძლოთ სხვადასხვა ხარჯის დაფინანსება, მნიშვნელოვანია, აწარმოოთ პირადი ბიუჯეტი და შეძლებისდაგვარად ზუსტად განსაზღვროთ, რა ხარჯები გაქვთ თვის განმავლობაში.