კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

უსამართლო კომერციული საქმიანობა

რა არის უსამართლო კომერციული საქმიანობა?

უსამართლოა კომერციული საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და არსებითად  უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევაზე. კომერციული საქმიანობის უსამართლოდ მიჩნევისას, მხედველობაში მიიღება მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკური ქცევა.

უსამართლო კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა ან აგრესიული კომერციული საქმიანობა. კომერციული საქმიანობა უსამართლოდ არ მიიჩნევა, თუ რეკლამაში მოცემული ინფორმაცია გაზვიადებულია ან პირდაპირ არ უნდა იქნეს  გაგებული. კომერციული საქმიანობა ითვლება აგრესიულად, თუ იგი შევიწროებით, იძულებით, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით ან გავლენის ბოროტად გამოყენებით  ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლებაზე ან ცვლის ან/და შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევა საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებით. 

უსამართლო კომერციული საქმიანობა აკრძალულია!