ფინანსური უსაფრთხოების ზომების დაცვა გულისხმობს: თქვენთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი (სენსიტიური) ინფორმაციის დაცვას მესამე პირებისგან; უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებას ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით, ინტერნეტით და ბარათით სარგებლობისას და თქვენი მოწყობილობების - მობილური ტელეფონის, ლეპტოპის და ა.შ - უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც. ამ მენიუში სწორედ ასეთ რჩევებს გაეცნობით: როგორ გახადოთ თქვენი მოწყობილობები უფრო დაცული, როგორ შეიძინოთ სასურველი ნივთები ონლაინში უსაფრთხოდ და ზოგადად, როგორ დაიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტში, მათ შორის, ინტერნეტ და მობილბანკის გამოყენებისას.