საკრედიტო ორგანიზაციები კრედიტინფოს ბაზაში განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში აგზავნიან, რაც შესაბამისად, აისახება კიდეც საკრედიტო რეპორტშიც.
გაითვალისწინეთ, რომ კრედიტინფოსთვის ინფორმაციის მოწოდების წესი განსხვავდება საკრედიტო და არასაკრედიტო ორგანიზაციებისთვის. საკრედიტო ორგანიზაციებს, ყოველი ახალი საკრედიტო პროდუქტის გაცემისას, შეუძლიათ სხვადასხვა გზით გააფრთხილონ მომხმარებლები კრედიტინფოსთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ, მაშინ როდესაც არასაკრედიტო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ყოველ ახალ შემთხვევაზე, წერილობითი თანხმობა მიიღონ მომხმარებლისგან საკრედიტო ბიუროსთვის მათი ინფორმაციის გადაგზავნის თაობაზე.
მსგავსი თემები
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- საკრედიტო რეპორტი (ანგარიშგება)
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?
- როდესაც სესხის მიმდინარე შენატანის გადახდას ვეღარ ახერხებთ
- საკრედიტო ისტორია