ფინანსური განათლება სკოლაში, შესაძლოა, არაფორმალური განათლების ნაწილიც იყოს. მასწავლებლებმა ამ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების განსხვავებული დრო და ფორმატი შეარჩიონ - მაგალითად, სხვადასხვა კლუბების ფარგლებში, ე.წ. სადამრიგებლო საათის დროს ან თუნდაც გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა აქტივობისა და თამაშის გზით.
სწავლებისას მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ადგილზევე ითვისებდნენ ფინანსურ საკითხებზე ცოდნას და იმავდროულად, ივითარებდნენ სწორ ფინანსურ უნარ-ჩვევებს სიტუაციებზე მსჯელობის, თამაშების, სიმულაციების, ჯგუფური აქტივობების თუ პროექტებზე მუშაობის საშუალებით.