კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როგორ შეიძლება ხარჯების ეკონომია ჯანრთელობის დაცვის ხარჯებზე

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების დაცვა, ერთი მხრივ, შესაბამისი ფინანსური პროდუქტის, ჯანმრთელობის დაზღვევის, შეძენითაა შესაძლებელი, თუმცა რისკები თავიდან აცილება ან შემცირება თქვენს ქცევებზეცაა დამოკიდებული. ქვემოთ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

ჩაიტარეთ გეგმიური სამედიცინო გამოკვლევები

ყველაზე დიდ თანხას გართულებული შემთხვევები მართვა საჭიროებს. თუ თქვენ ნებისმიერი დაავადებას ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩენთ, მის მკურნალობას ბევრად მარტივად და ბევრად ნაკლები დანახარჯებით შეძლებთ. დროულად აღმოჩენისთვის კი საჭიროა, დაგეგმოთ და ჩაიტაროთ ორგანიზმის მდგომარეობის პროფილაქტიკური კვლევები. ასეთ დროს სიმპტომების არ არსებობის პირობებშიც შეძლებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებების აღმოჩენას.

ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს

როგორც კი შეატყობთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.გეგმიური კვლევების მსგავსად, ექიმთან დროული ვიზიტიც დაგიცავთ გართულებებისაგან.

შეინახეთ ჩატარებული სამედიცინო ჩანაწერებისა და დასკვნების ასლები

გეგმიურია თუ გადაუდებელი თქვენი გამოკვლევა, ყოველთვის შეინახეთ შედეგების ასლები. ეს თავიდან აგარიდებთ განმეორებითი კვლევების ზედმეტ ხარჯს. მაგალითად, არსებობს ისეთი ტიპის კვლევა, რომელიც ვალიდურია ხანგრძლივ პერიოდზე და არ საჭიროებს განმეორებით ჩატარებას.

თუ თქვენ შენახული გექნებათ ჩატარებული კვლევის შედეგის  ასლი, ექიმთან ვიზიტისას შეიძლება გამოიყენონ არსებული შედეგი და აღარ დაგჭირდეთ განმეორებითი კვლევის ჩატარება.

მედიკამენტების შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარისხი და არა რეკლამა

გაიარეთ კონსულტაცია მედიკამენტის ძირითადი დასახელებით (ჯენერიკ დასახელება) დანიშვნასა და შესყიდვაზე - სამედიცინო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტების ღირებულებაზე მოდის. ხშირად ამ ხარჯების შემცირებას მედიკამენტის არა სავაჭრო, არამედ ე.წ. ჯენერიკ დასახელებით შესყიდვით შეძლებთ. სასურველია, თუ ექიმთან გაივლით რეკომენდაციას, რამდენად შესაძლებელია მედიკამენტის ძირითადი ნივთიერების მიხედვით შეძენა. ასე შესაძლებლობა გექნებათ, თქვენთვის ხელსაყრელი ფასით შეიძინოთ საჭირო ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.

ინვესტირება გააკეთეთ უკეთეს სადაზღვევო სისტემაში, არ დაზოგოთ თანხა დაზღვევის პოლისზე

იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების შედეგად გამოწვეული ფინანსური ხარჯი მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან, შეეცადეთ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული პოლისი შეიძინოთ. არ დაზოგოთ თანხა სადაზღვევო პრემიაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში მინიმალური დანახარჯის გაწევა დაგჭირდეთ.   

თან იქონიეთ პირველადი დახმარების მინიმალური ნაკრები

იგი დაგიცავთ შესაძლო გართულებებისგან. მაგალითად, თუ უეცრად ხელს გაიჭრით, პირველადი დახმარების ნაკრები დაგეხმარებათ შესაბამისად დაასუფთავოთ ჭრილობა, თავიდან აირიდოთ სისხლის დანაკარგი და ჭრილობაში ინფექციის შეჭრა. თუ ჭრილობა სერიოზული არაა, თქვენ არც დაგჭირდებათ საავადმყოფოში მისვლა და ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტ დანახარჯს.