თამაშით სწავლების რესურსები
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია თამაშით სწავლების რესურსები, რომელთა მიზანია მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში ფინანსური განათლების ამაღლება სახალისო და შემეცნებითი გზით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია თამაშით სწავლების რესურსები, რომელთა მიზანია მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში ფინანსური განათლების ამაღლება სახალისო და შემეცნებითი გზით.
ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" მიერ საქართველოს ბანკისა და "თამაშობანას" ჩართულობით ორგანიზებული კონკურსი მასწავლებლებისთვის "ფინანსური ასოციაციობანა" მიზნად ისახავდა სამაგიდო თამაშის "ფინანსური ასოციაციობანას" გამოყენებით საკლასო აქტივობების შემუშავება და ჩატარება, რაც საშუალებას მისცემდა მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხები საინტერესო და სახალისო გზით ესწავლათ.
საბავშვო კომიქსები "ბიუჯეტირება და დაზოგვა" და "ინვესტიციების მართვა" საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივითა და შემდეგი პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა: "ბაზისბანკი", "კრისტალი", "თიბისი", "საქართველოს ბანკი", "კრედო ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". კომიქსების ილუსტრაციებისა და ტექსტების შემუშავებაში კი "თამაშობანას" კრეატიული გუნდი იყო ჩართული. "ბიუჯეტირება და დაზოგვა" მოზარდებს იმ სუპერძალის შესახებ მოუთხრობს, რომელიც მომავლის წინასწარ განჭვრეტასა და სათანადოდ დაგეგმვაში ეხმარება.
ეროვნული ბანკის, ფინედუს, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და კრედო ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებლებისა და სკოლების კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ მიზნად ისახავდა მოსაწვლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხების არატრადიციული მეთოდებითა და ლიტერატურით გაცნობას. გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების აღწერებს. შეხვედრები ჩატარებულია სამივე საფეხურისთვის მოსწავლეებთან. მოცემული ინფორმაციის გამოყენება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია თავის საგაკვეთილო პროცესში ფინანსური განათლების თემების დამუშავებისას.
ეროვნული ბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსი „ფინანსური განათლება სკოლაში“ მიზნად ისახავდა შექმნილიყო საინტერესო სასწავლო აქტივობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტიანად შესასწავლად. გთავაზობთ 20 ფინალისტი მასწავლებლის ნამუშევარს სამივე საფეხურისთვის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია თავის საგაკვეთილო პროცესში ფინანსური განათლების თემების დამუშავებისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისთვის ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა. სასწავლო მასალა გერმანულ ფონდ შპარკასესა (German Sparkassenstiftung) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, ასევე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით შეიქმნა და ფინანსური განათლების საკითხების სწავლებისას მასწავლებელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.