ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისთვის, ისე ფინანსურ სექტორში ნდობის ამაღლებისა და სამართლიანი პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით.
იმისათვის, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და ფინანსური პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობის პროცესი კომფორტულად წარიმართოს, საჭიროა, იცოდეთ, რომ თქვენ, როგორც მომხმარებელს, გაგაჩნიათ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და პასუხისმგებლობები.